
ანალიტიკა და მარკეტინგი გემბლინგში Eclipse Casino Batumi-ს მარკეტოლოგისგან, სოფია კარაპეტიანისგან
კაზინოს რომელი სფეროებია ყველაზე მომგებიანი? რომელი სტრატეგიები უნდა გამოიყენოთ, რათა მოიზიდოთ მეტი კლიენტი? ამის შესახებ Georgia iGaming Affiliate-ს სტუმრებს მოუყვება გამოცდილი მარკეტოლოგი, სოფია კარაპეტიანი.
Eclipse Casino Batumi-ს მარკეტოლოგი, სოფია კარაპეტიანი, გახსნის თემას „ ანალიტიკა და მარკეტინგი გემბლინგში მეწარმეებისთვის. რომელი მეტრიკების გაზრდა მოგვცემს შემოსავლის ზრდას.“
გამოსვლის ძირითადი თეზისები:
- როგორ განვავითაროთ ონლაინ-კაზინო ქვეყნის შიგნით;
- საუკეთესო სტრატეგიები კლიენტის ყურადღებისთვის ბრძოლაში;
- საქართველოს, როგორც სათამაშო რეგიონის, უპირატესობები.
სოფია კარაპეტიანი – სათამაშო სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტინგის ექსპერტია, თანამშრომლობდა როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ-კაზინოსთან. დაიწყო კარიერა Storm International-ში, კომპანიაში, რომელიც ფლობს აზარტულ დაწესებულებებს გერმანიაში, სომხეთში, საქართველოსა და რუსეთში. სოფია ასევე ხელმძღვანელობდა კომპანიის ფილიალის მარკეტინგის დეპარტამენტს Shangri La Casino Tbilisi-ში.
ასევე სოფია იყო საერთაშორისო ქსელის, Casinos Austria International-ის, მარკეტოლოგი სასტუმრო Hilton Batumi-ის სათამაშო კლუბში, Ambassadori Casino Tbilisi-ში. დღეს სპეციალისტი ხელმძღვანელობს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სათამაშო დაწესებულების, Ecliplse Casino Batumi-ს, მარკეტინგის განყოფილებას.
გვეწვიეთ და დაუსვით სპიკერს კითხვა თემის ნებისმიერ საკითხზე! საქართველოში აზარტული
თამაშების განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება 18 ოქტომბერს.