წარმოგიდგენთ Georgia Gambling Conference-ს, ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება აზარტული თამაშების ბაზრის განვითარებას საქართველოში

წარმოგიდგენთ Georgia Gambling Conference-ს, ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება აზარტული თამაშების ბაზრის განვითარებას საქართველოში

წარმოგიდგენთ Georgia Gambling Conference-ს, ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება აზარტული თამაშების ბაზრის განვითარებას საქართველოში

დღეს საქართველო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად აზარტული თამაშების ორგანიზებისა და ბიზნესის წარმოების კუთხით. გეოგრაფიული მდებარეობა, ლოიალური რეგულირება და ლიცენზირების საკმაოდ მარტივი პროცედურა ხელს უწყობს გემბლინგ-ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

17 მარტს საქართველოში ჩატარდება Georgia Gambling Conference, რომელიც ეძღვნება საქართველოს ბაზარზე აზარტული თამაშების ბიზნესის წარმოების სხვადასხვა ასპექტს, სათამაშო სფეროს ადგილობრივ პრობლემებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების სტუმრებს ელოდებათ ინფორმატიული გამოსვლები, პანელური დისკუსია, დემოზონა, ნეთვორქინგის სხვადასხვა ფორმატი და წვეულება.

ეს მოვლენა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც ახლოსაა აზარტული თამაშების ინდუსტრია საქართველოში, ვინც განავითარებს, არეკლამებს ბიზნესს ამ ბაზარზე და არამხოლოდ, ან მუშაობს ასეთის ათვისებაზე: ოფლაინ კაზინოს მფლობელები, ონლაინ-გემბლინგის ოპერატორები, ბუკმეიკერები, ინვესტორები, იურიდიული კონსულტანტები, რეკლამის სპეციალისტები, მერკეტოლოგები, ვებ-დეველოპერები, არბიტრაჟელები, SEO-სპეციალისტები და ბევრი სხვა.

კონფერენციის პროგრამის შესახებ

ღონისძიების პროგრამა შედგება ოთხი თემატური სექციისგან:

  1. კიბერდანაშაული და უსაფრთხოება. პირველ ბლოკში ექსპერტები მოგვითხრობენ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც გაუჩნდათ სათამაშო ბაზრის ოფლაინ-სეგმენტის წარმომადგენლებს და გაგვიზიარებენ გემბლინგ-დაწესებულებაში კლიენტების მოზიდვის ეფექტურ ხერხებს.
  2. რეგულირების თავისებურებები. მეორე სექცია ეძღვნება იმ ინსტრუმენტების გარჩევას, რომლებიც ეხმარება სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში. მათ შორის განხილული იქნება მარკეტინგისა და სხვადასხვა სახის ოპერატიული რისკების ლიკვიდაციის გადაწყვეტილებები.
  3. ლატარეის მოდერნიზაცია. კონფერენციის მესამე ბლოკში ექსპერტები განიხილავენ კაზინოს ავტომატიზაციის თავისებურებებს, მთავარ ტენდენციებს ბუკმეკერების მუშაობაში და ასევე მოგვითხრობენ საქართველოში სათამაშო სფეროს რეგულირების მნიშვნელოვან ნიუანსებზე.
  4. რეკლამა და მარკეტინგი. ბოლო სექციაში საუბარი იქნება ინოვაციურ მარკეტინგულ პრაქტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ოფლაინ კაზინოს შემოსავლის ზრდას კლიენტებზე ორიენტირებულობის ხარჯზე.


ღონისძიებაზე წარდგებიან გემბლინგ-ინდუსტრიის ლიდერები. ისინი გააანალიზებენ საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის უკანასკნელ ცვლილებებს, გასცემენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესის სტარტისა და წარმოებისთვის და ასევე განიხილავენ რეალურ ქეისებს.

წარმოგიდგენთ Georgia Gambling Conference-ის პირველ სპიკერებს

  • ლავრენტი გუბინი - PR-სა და მარკეტინგის სფეროს ექსპერტი. სფეროს სათამაშო გამოფენის Ukrainian Gaming Week 2021-ის ბრენდ-ამბასადორი.
  • ილია მაჭავარიანი - გამოცდილი იურისტი და 4H Agency-ს CEO

იმ თემებიდან, რომლებსაც კონფერენციაზე შევეხებით:

  • შეუძლია თუ არა თემატურ გართობასა და რევოლუციურ ცვლილებებს ინდუსტრიაში ხელი შაუწყოს კლიენტების მოზიდვას?
  • კაზინო 2030: მსოფლიო გემბლინგთან კონკურენციის სწორი მიქსის შემუშავება.
  • დაბალი რისკის მქონე კლიენტებთან ურთიერთობის ავტომატიზაცია.
  • ტოტალიზატორები და ბუკმეიკერები. ბეთინგზე გადასვლის ტენდენცია.

ღონისძიების დემოზონაში ქართული და უცხოური კომპანიები წარადგენენ მოწინავე პროდუქტებს აზარტული თამაშების ინდუსტრიაში. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ არამხოლოდ გაეცნონ ნოვატორულ და მოთხოვნად გადაწყვეტილებებს, არამედ თავად დაუსვან შეკითხვები ექსპონენტების წარმომადგენლებს და აწარმოონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობაზე.

კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა პირობა შედეგიანი ნეთვორქინგისთვის. ამის დახმარებით სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი სასარგებლო კავშირები, მოიძიონ ინვესტორები და პარტნიორები.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ყიდვისთვის ხელმისაწვდომია ორი კატეგორიის ბილეთი. 


იმისთვის რომ არ გამოტოვოთ პროგრამის განახლებები, თვალი ადევნეთ სიახლეებს Georgia Gambling Conference-ის საიტზე.

ღონისძიების დეტალები>>>

გთხოვთ, შეაფასეთ სიახლე
(119 ხმა, საშუალო ქულა 4.31/5.)

მიიღეთ მარკეტინგისა და საკანონმდებლო რეგულირების გზამკვლევი: "რა უნდა იცოდეთ, როდესაც ონლაინ-კაზინოს ევროპულ ბაზარზე გადიხართ: ექსპერტთა მოსაზრებები".