
iGaming საიტების SEO-ოპტიმიზაცია: სვიატოსლავ სლაბოშპიცკის, მარკეტინგული სააგენტოს Digital Choo-ს წარმომადგენლის, გამოსვლა
რა თავისებურებები აქვს საიტების SEO-ოპტიმიზაციას iGaming ნიშაში:? ამაზე 18 ოქტომბერს Georgia iGaming Affiliate Conference-ზე მოგვითხრობს სვიატოსლავ სლაბოშპიცკი – Digital Choo-ს (DC) SEO-მიმართულების ხელმძღვანელი.
სპიკერის გამოსვლა შეეხება თემას „SEO-ს ომის ხელოვნება: როგორ გავიმარჯვოთ iGaming ნიშაში“.
ძირითადი თეზისები:
- საუკეთესო ექსპრომტი - კარგად მომზადებული ექსპრომტია;
- ჯარის ფორმირება: გუნდის სტრუქტურა და ფუნქციები;
- დაზვერვა ბრძოლით: მარკერული საიტების შექმნა;
- ბომბარდირება: პლატფორმების მასიური წარმოება;
- სნაიპერების სამსახური: წარმატებული საიტების გადარჩევა და განვითარება.
სვიატოსლავ სლაბოშპიცკი – SEO მიმართულების სპეციალისტია. უკვე 10 წელზე მეტია ამ სფეროშია. აქვს წარმატებული სტარტისა და პროექტების მართვის გამოცდილება 25 ქვეყანაში 13 ენაზე. მართავდა 70+ ადამიანისგან დაკომპლექტებული სპეციალისტების გუნდებს.
დღეს სვიატოსლავი ხელმძღვანელობს SEO მიმართულებას საერთაშორისო მარკეტინგულ სააგენტოში, Digital Choo-ში. იგი პასუხისმგებელია SEO-მიმართულების სტრატეგიულ განვითარებაზე, ოპტიმიზაციის სტრატეგიების შექმნაზე და შედეგების ეფექტური მიღწევისთვის რთული პრობლემების გადაჭრაზე.
Digital Choo – გეიმინგსა და სხვა სფეროებში ღრმა ექსპერტიზის მქონე სააგენტოა. მის პორტფოლიოშია წარმატებული სარეკლამო კამპანიები ისეთი კომპანიებისთვის როგორებიცაა: ბუკმეიკერული სააგენტო Parimatch-ი, ონლაინ-კაზინო Yourbet-ი, ინტერნეტ-პორტალი FOOTBOOM-ი და ბევრი სხვა. DC იქნება ბეიჯებისა და შეფუთვების სპონსორი Georgia iGaming Affiliate Conference-ზე.
პროგრამის მთლიან ვერსიასთან გასაცნობად, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე ►►►