„ბაზარზე გაჩნდებიან ახალი სათამაშო ოპერატორები-გიგანტები, რომლებიც მხოლოდ კრიპტოვალუტებით დაიწყებენ ოპერირებას, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე“,- ამბობს PartnerMatrix-ის დამფუძნებელი, ლევონ ნიკოგოსიანი

„ბაზარზე გაჩნდებიან ახალი სათამაშო ოპერატორები-გიგანტები, რომლებიც მხოლოდ კრიპტოვალუტებით დაიწყებენ ოპერირებას, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე“,- ამბობს PartnerMatrix-ის დამფუძნებელი, ლევონ ნიკოგოსიანი

PartnerMatrix-ის CEO-მ, ლევონ ნიკოგოსიანმა, კარიერა გემბლინგში ჯერ კიდევ სტუდენტურ ასაკში დაიწყო. იმისთვის რომ სრულად მიეძღვნა საკუთარი თავი სამსახურისთვის, მან თავი დაანება სასწავლებელს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალევე გამართლდა. დღეს ლევონი გემბლინგისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერის, EveryMatrix-ის, სომხური ფილიალის ხელმძღვანელია.

ლევონმა გაგვიზიარა თავისი ისტორია, მოგვითხრო პირველი ნაბიჯებისა და წარმატებების შესახებ PartnerMatrix-ში და ასევე გვითხრა სათამაშო ინდუსტრიის ახლო მომავლის პროგნოზი.

„სასწავლებლიდან გამოსვლის მერე, მე მთლიანად მივუძღვენი თავი სამსახურს. ასე დაიწყო ჩემი კარიერა გემბლინგში“

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწყო, როცა სტუდენტი ვიყავი. ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და იმედები გამიცრუვდა, სხვა რამეს ველოდი. მაშინ დავინტერესდი პროგრამირებით, რომელ ადრეულ ასაკშიც მაინტერესებდა. ძირითადად, ფრილანსერი ვიყავი, ზოგჯერ, ჩემი პროექტებიც მქონდა. ერთხელ ისე გამოვიდა, რომ ერთმა IT-კომპანია junior-პროგრამისტად მიმიღო სამსახურში. დღეს, BetConstruct სომხეთის გემბლინგ-ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიად ითვლება. გარკვეული დროის შემდეგ, სასწავლებლიდან გამოვედი და თავი მთლიანად მუშაობას მივუძღვენი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა გემბლინგში.

„BetConstruct-ში მიღებულმა გამოცდილებამ სათამაშო ინდუსტრიის გზა გაგვიხსნა“

ზუსტად ამ გამოცდილებამ მე და ჩემს გუნდს BetConstruct-ში გაგვიხსნა გზა სათამაშო ინდუსტრიაში. ჩვენი კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა B2B-მიმართულებაში, რამაც ინდუსტრიის, კონკურენტებისა და ბაზრის შესწავლის შესაძლებლობა მოგვცა. ამან, თავის მხრივ, ყველაფერი გაგვაკეთებუნა იმისთვის, რომ ყოველთვის წინ ვყოფილიყავით. მაშინაც და დღესაც ჩვენი კომპანია Affiliate-პროდუქტებისა და აგენტური სისტემების დეველოპმენტით იყო დაკავებული.

„კომპანიის პირველი წარმატებაა ის, რომ EveryMatrix-ის ოპერატორების დიდი ნაწილი შემოუერთდა ჩვენს affiliate-პლატფორმას“

EveryMatrix-ის სომხური ფილიალი გავხსენით 2015 წლის დასაწყისში. ეს გაიხსნა როგორც შვილობილი კომპანია, რომელიც ამავდროულად, დამოუკიდებელიც იყო, ამიტომ შევარჩიეთ სახელად PartnerMatrix-ის. და ამან თავისი დადებითი შედეგები მოგვიტანა. მაგალითად, EveryMatrix-ის კონკურენტებთან გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა, რადგან PartnerMatrix-ს უკვე არა კომპანიის პროდუქტად, არამედ ცალკე ორგანიზაციად აღიქვამდნენ.

კომპანიის პირველი წარმატებაა ის, რომ EveryMatrix-ის ოპერატორების დიდი ნაწილი შემოუერთდა ჩვენს affiliate-პლატფორმას. ეს ყველაფერი დაგვეხმარა შემოსავლის გაზრდაში და უკვე 2016 წლის მიწურულს, კომპანიამ მიიღო თავისი პირველი მოგება.

„Partner Matrix-ში მუშაობენ ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაგან ბევრი ჩვენთან უკვე 7 წელზე მეტია“

ჩვენ ვქმნით პარტნიორულ პროგრამებს. უშუალოდ ვთანამშრომლობთ აფილიატებთან, ოპერატორებთან და affiliate-თემატიკის მქონე ახალი ამბების რესურსებთან. ჩვენს პარტნიორებს შორის არიან: catenamedia.com, affiliate.builders და affiliateinsider.com. Partner Matrix-ში მუშაობენ ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაგან ბევრი ჩვენთან უკვე 7 წელზე მეტია. ისინი არ არიან შეზღუდულები უამრავი პასუხისმგებლობით და მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი იმ სფეროებზე, რომლებიც იკვეთება და ასევე იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ პროდუქტის განვითარებაში.

მე ძალიან ბევრი სახის პასუხისმგებლობა მაკისრია გუნდში, ძალიან ცუდია ამის ჩამოთვლა. თუმცა, მოკლედ რომ ვთქვა, მე ვაგებ პასუხს კომპანიის წარმატებაზე.

„B2B სფეროში ყოველთვის საჭიროა ზუსტი სტრატეგია და მუდმივი მზადყოფნა ცვლილებებისთვის“

სათამაშო ინდუსტრიაში არცთუ ისე ცოტა სირთულეა. თუმცა მე განსაკუთრებით იმ ფაქტორს გამოვყოფდი, რომელიც აბრკოლებს ყველა B2B კომპანიას. აუცილებელია ყოველთვის ფლობდე ინფორმაციას კონკურენტების პოზიციებზე, მუშაობასა და მიმართულებაზე.

ეს ბაზარი ძალიან განსხვავდება B2C-გან, სადაც შეგიძლია შენივე კონკურენტის კლიენტი გახდე და მუდმივად მიიღო ინფორმაციული გზავნილები სიახლეებზე. B2B სფეროში ყოველთვის საჭიროა ზუსტი სტრატეგია და მუდმივი მზადყოფნა ცვლილებებისთვის.

„ამ სფეროს ღონისძიებები ყოველთვის გვეხმარება შევიგრძნოთ ინდუსტრიის პულსი“

გემბლინგსა და პარტნიორული მარკეტინგისადმი მიძღვნილ ივენთებზე დასწრებით მე ვხვდები სფეროს ახალ წარმომადგენლებსა და ძველ ნაცნობებს. ეს ყველაფერი გვეხმარება „ინდუსტრიის პულსის“ შეგრძნებაში. ასევე ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა გავაზიაროთ PartnerMatrix-ის სიახლეები. ზუსტად ასეთი ღონისძიებების დამსახურებით უამრავი ოპერატორი იგებს ჩვენს შესახებ.

„ბაზარზე გაჩნდებიან ახალი სათამაშო ოპერატორები-გიგანტები, რომლებიც მხოლოდ კრიპტოვალუტებით დაიწყებენ ოპერირებას, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე“

დღესდღეობით გემბლინგ-ინდუსტრიის ძირითადი ტრენდებია - კრიპტოვალუტები, ბლოკჩეინი და VR-კაზინო.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, VR-გემბლინგი არ ხდება აქტუალური. მოთამაშეს ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მოემზადოს და შეიგრძნოს ეს სიამოვნება.

რაც შეეხება ვალუტებს, გაჩნდებიან ოპერატორები-გიგანტები, რომლებიც მხოლოდ კრიპტოვალუტებს გამოიყენებენ მოღვაწეობის ლიცენზიის გარეშე. უამრავი გემბლინგ-პლატფორმა დაიწყებს კრიპტოვალუტის მიღებას თანხის ბალანსზე შესატანად.

ბლოკჩეინში გემბლინგის გამოყენების ძირითად გამოყენებად იქცევა კონფიდენციალური მონაცემების შენახვა. მაგალითად თანხმობა პირობებსა და წესებზე.

ძალიან რთულია იწინასწარმეტყვეკო ინდუსტრიის განვითარება 5 წლით წინ, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ოპერატორები აფილიატებს არამხოლოდ ახალი კლიენტების კომისიას გადაუხდიან, არამედ რეაქტივირებულებისაც. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.


18 ოქტომბერს ლევონი გამოვა სიტყვით Georgia iGaming Affiliate Conference-ზე. ექსპერტი მოგვითხობს თუ როგორ უნდა შევადგინოთ ონლაინ-ოფერი ისე, რომ ის იყოს ძალიან მიმზიდველი და მასზე გაჩნდეს დიდი ინტერესი.

დეტალურად პროგრამისა და სპიკერების შესახებ ►►►

გთხოვთ, შეაფასეთ სიახლე
(69 ხმა, საშუალო ქულა 4.32/5.)

მიიღეთ მარკეტინგისა და საკანონმდებლო რეგულირების გზამკვლევი: "რა უნდა იცოდეთ, როდესაც ონლაინ-კაზინოს ევროპულ ბაზარზე გადიხართ: ექსპერტთა მოსაზრებები".