გიორგი გვენეტაძე, Head of Product Marketing Department Adjarabet-ში, Georgia iGaming Affiliate Conference-ის სპიკერი იქნება

გიორგი გვენეტაძე, Head of Product Marketing Department Adjarabet-ში, Georgia iGaming Affiliate Conference-ის სპიკერი იქნება

რა მარკეტინგულ სტრატეგიებს იყენებს საქართველოს სათამაშო ბაზრის ლიდერი? ამის შესახებ 18 ოქტომბერს Geogia iGaming Affiliate Conference-ზე მოგვიყვება გიორგი გვენეტაძე, Head of Product Marketing Department Adjarabet-ში.

მარკეტინგში ექსპერტი მუშაობს უკვე 5 წელი: დაიწყო Europe-Bet-ში, იქ თვალყურს ადევნებდა მარკეტინგის განყოფილებებს, CRM-სა და კლიენტთა მხარდაჭერას, კომპანიას უსახავდა ბიზნეს-მიზნებს და ადგენდა პროექტების გეგმებს. მანამდე კი, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, სადაც მარკეტინგის განყოფილებების ხელმძღვანელებს ხელმძღვანელობდა.

Adjarabet-ში გიორგი პასუხისმგებელია საქართველოსა და სომხეთის მარკეტინგულ სტრატეგიაზე – პროდუქტების ინტეგრაციაზე, ყველა მარკეტინგული მოღვაწეობის მართვაზე და სხვადასხვა ცალკეულ პროექტზე(იდეიდან განხორციელებამდე). იგი ასევე მუშაობს კომპანიის სხვადასხვა ქვეგანყოფილებებთან და პასუხს აგებს კონტენტის ეფექტურად გავრცელებაზე ყველა ხელმისაწვდომი არხის მეშვეობით.

გიორგის გამოსვლის თემაა – „ კლიენტების მოზიდვა ონლაინ-კაზინოში. Adjarabet-ის გამოცდილება: რომელმა ინვესტიციამ მარკეტინგში გაამართლა ყველაზე მეტად“.

გამოსვლის მთავარი თეზისებია:

  • რით განსხვავდება კლიენტების მოზიდვა ონლაინ და ფიზიკურ კაზინოში;
  • როგორ მოვიზიდოთ ადგილობრივი მოსახლეობა;
  • საქართველოს სათამაშო ბაზრის ტენდენციები;
  • ინვესტორებს: საქართველოს, როგორც სათამაშო რეგიონის უპირატესობები.

Adjarabet-ი, სათამაშო ბაზრის ლიდერია საქართველოში, სადაც მას ონლაინ-შემოსავლის 40% უკავია. ამასთანავე, Adjarabet-ი გაეშვა სომხეთში, სადაც 2018 წლის მიწურულს საერთო შემოსავლის წილიდან მიაღწია 10%-ს.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ კითხვები სპიკერს Adjarabet-სა და Paddy Power Betfair შორის გარიგების თაობაზე. ეს იყო ყველაზე დიდი გარიგება საქართველოს სათამაშო ბაზრის ისტორიაში. PPB-მ შეისყიდა Adjarabet-ის აქციების 51% შემდეგი სამი წლის განმავლობაში 49% გამოსყიდვის უფლებით.

Paddy Power Betfair – ბუკმეიკერული კომპანიაა. მისი ერთ-ერთი ქვეგანყოფილება მართავს 600-ზე მეტ ბუკმეიკერულ ოფისს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.


პროგრამა და ივენთის დეტალები ►►►

გთხოვთ, შეაფასეთ სიახლე
(73 ხმა, საშუალო ქულა 3.82/5.)

მიიღეთ მარკეტინგისა და საკანონმდებლო რეგულირების გზამკვლევი: "რა უნდა იცოდეთ, როდესაც ონლაინ-კაზინოს ევროპულ ბაზარზე გადიხართ: ექსპერტთა მოსაზრებები".