გამოქვეყნება 2019

პირველი Georgia iGaming Affiliate Conference: რაზე ისაუბრეს ივენთზე?

18 ოქტომბერს კომპანია Smile-Expo-მ თბილისში ჩაატარა პირველი Georgia iGaming Affiliate Conference. ეს ღონისძიება ეძღვნებოდა სათამაშო ბიზნესს ონლაინ და ოფლაინში, ქართული გემბლინგ-ბაზრის პერსპექტივებსა და ასევე კაზინოს განვითარებას პარტნიორული მარკეტინგის დახმარებით.

ღონისძიებამ ერთ პლატფორმაზე გააერთიანა კაზინოს მენეჯერები, პარტნიორული ქსელებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ვებმასტერები, არბიტრაჟელები, SEO-სპეციალისტები, მარკეტოლოგები და სათამაშო ბიზნესის რეგულირების ექსპერტები.

სპიკერთა გამოსვლები

მარკეტინგული სააგენტოს, Digital Choo-ს, SEO მიმართულების ხელმძღვანელმა, სვიატოსლავ სლაბოშპიცკიმ, განიხილა თემა „ბრძოლის ხელოვნება SEO-ში: როგორ გავიმარჯვოთ iGaming ნიშაში“. სპიკერმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ეფექტური შედეგების მისაღწევად საჭიროა ნიშური საიტების შექმნა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამავე შედეგების გაანალიზება, რათა შემდგომში განვავითაროთ მხოლოდ ის რესურსები, რომლებიც აჩვენებენ საუკეთესო შედეგებს. სვიატოსლავმა ასევე განიხილა SEO-გუნდის ფორმირების წესები. ექსპერტის რჩევა ვიწრორპოფილის მქონე პროფესიონალებისთვის იყო კონტენტის შექმნა, ჩექლისტების შემუშავება და სასწავლო კურსების შექმნა დამწყებთათვის.

სარეკლამო სააგენტო ZLODEI-ს CEO-მ, დმიტრი მაკაროვმა და ამავე კომპანიის CMO-მ, გლებ სანჟარევსკიმ, წარადგინეს ერთობლივი თემა, რომელიც ეძღვნებოდა რეკლამას YouTube-სა და Twitch-ზე. მათ განმარტეს, რომ პირდაპირ რეკლამაზე მეტად მუშაობს რეკლამა ინფლუენსერების მეშვეობით, ამ უკანასკნელის უკეთესი კონვერსიის გამო. ექსპერტებმა სტუმართა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მომხმარებელთა ისტორიები და ცნობილი მიმები ხდიან სარეკლამო განცხადებებს მეტად ეფექტურსა და მიმზიდველს.

კომპანია Serpact-ის ხელმძღვანელმა, ნიკოლა მინკოვმა, წამოჭრა Featured Snippets-ის თემა, რაც არის საძიებო შედეგებში ნულოვანი ბლოკები. სპიკერის თქმით, ძიების 40%-ზე საძიებო სისტემა Google, აწვდის მომხმარებლებს ზუსტად ასეთ სნიფეთებს. მათი მეშვეობით ორგანული რესურსები იზიდავენ ორგანულ ტრაფიკს და ზრდიან კლიკების რაოდენობას.

აუდიტორიის ინტერესი ასევე გამოიწვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დირექტორის, ქეთევან ბიწკინაშვილის, გამოსვლამ. მან მოუთხრო სტუმრებს ქართული სათამაშო ბაზრის რეგულირების თავისებურებებზე. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორგანიზაციისთვის სათამაშო ბიზნესის საშვის საფასური დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე, რეგიონზე და სათამაშო აპარატების რაოდენობაზე. ზუსტად ეს მაჩვენებლები ახდენენ გავლენას გადასახადების სიდიდეზე.

ქეთევანმა განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში აზარტული თამაშების ორგანიზების მიზნით გაცემულია 214 საშვი. სულ ქვეყანაში მუშაობს 20 კაზინო. 10 მათგანი მდებარეობს ბათუმში, 6 - თბილისში და თითო-თითო გუდაურში, წყალტუბოში, ყაზბეგსა და სიღნაღში.

გიორგი გვენეტაძემ აჭარაბეთიდან წამოჭრა ონლაინ-კაზინოში კლიენტების მოზიდვის საკითხი. სპიკერის თქმით, ქართული კაზინოს მიერ გამოყენებული სარეკლამო ბანერების მთავარი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მათზე ხშირად დატანილია ძვირიანი ავტომობილების გამოსახულებები. ამასთანავე, სარეკლამო მესიჯები ხშირად იწვევენ სილამაზის, კონტროლისა და სიმარტივის განცდას.

პანელური დისკუსია

კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „ონლაინ და ოფლაინ-კაზინო. ინსტრუმენტების გარჩევა, ბრძოლა მომხმარებელთა ყურადღების მოსაპყრობად“. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

  • აჭარის კაზინოს ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა ამირანაშვილმა;
  • სათამაშო მიმართულების დირექტორმა PokerMatch-ში, ლევან ქავთარაძემ;
  • Adjarabet-ის პროდუქტის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი გვენეტაძემ;
  • მოწვეულმა სტუმარმა - ლავრენტი გუბინმა კაზინო Shangri La-დან.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ოფლაინ კაზინოს მთავარი უპირატესობებია - მკაფიო შთაბეჭდილებები სათამაშო პროცესიდან, ანტურაჟი და პერსონალის ყურადღება. ვირტუალური გემბლინგ-პლატფორმები კი ამას მოკლებულნი არიან. ამიტომ დისკუსიის მონაწილეები თვლიან, რომ სათამაშო დაწესებულებები, რომლებიც ოფლაინში მუშაობენ, არასდროს არ წავლენ ონლაინ-სეგმენტში.

პოპულარულ აზარტულ გართობებზე საუბრისას, სპეციალისტებმა გამოყეს უბრალო და გასაგები თამაშები. ამასთანავე, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ პოკერი დღეს ნაკლებად პოპულარულია. გარდა ამისა, დღეს არსებობს ტრენდი კრიპროკაზინოზე, ვინაიდან ასეთი პლატფორმები კლიენტებს ანონიმურობის გარანტიას აძლევენ.

ცალკე მონაწილეებმა განიხილეს სათამაო ბაზრის სახელმწიფო რეგულირების საკითხები. მათი თქმით, ქვეყნები, სადაც გემბლინგ-ბიზნესის რეგულირება არ ხდება, კარგავენ ფულს, რომელიც შეიძლება წასულიყო სახელმწიფოს ბიუჯეტში. ასევე ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მხოლოდ მოტივაციას აძლევს კომპანიებს მომხმარებელთა მოზიდვის ახალი არხების საძიებლად.

Afterparty

კონფერენციის დასასრულს ჩატარდა წვეულება. აქ ივენთის სპონსორებს, სტუმრებს, სპიკერებსა და ექსპონენტებს ელოდა ცოცხალი მუსიკა, ქართული ტკბილეული, სასმელი და მისაყოლებელი. Afterparty-ზე მონაწილეებმა შეძლეს კარგ გარემოში საუბარი და ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება.

ჩვენ მადლობას ვუხდით წვეულების სპონსორს, აზარტული თამაშების რესურსს NOFLEAD-ს, რომლის დახმარებითაც Afterparty-მ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩაიარა.

სპონსორები, ექსპონენტები და მონაწილეები

კონფერენციის დემოზონაში თავისი პროდუქტები და მომსახურება წარადგინეს კომპანიებმა, რომლებიც iGaming-ბაზარზე მოღვაწეობენ. მათ შორის, ექსპონენტების როლში ასევე იყვნენ ივენთის სპონსორები.

ბეიჯებისა და პარკების სპონსორი - Digital Choo, საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტო ღრმა ექსპერტიზით გეიმინგში.

დემოზონის სპონსორი - SoftGamings-ი, მოწინავე B2B გადაწყვეტილებების მიმწოდებელი ონლაინ-კაზინოსთვის.

წვეულების სპონსორი - NOFLEAD-ის, აზარტული თამაშების ონლაინ-რესურსი, რომელიც ორიენტირებულია არამარტო დამწყებებზე, არამედ გამოცდილ გემბლერებზეც.

თასმების სპონსორი - ZLODEI, სარეკლამო სააგენტო ღრმა ექსპერტიზით ნეითივ რეკლამაში.

ასევე სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ IBCCS TAX-ის სტენდს, საერთაშორისო კომპანიის, რომელიც მომხმარებლებს ფიდუციარული მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს.

ღონისძიების მონაწილე ასევე გახდა რესურსი Partners.io - პარტნიორული ქსელი ისეთი სათამაშო პროგრამებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტების გამოყენებით მუშაობენ.

Smile-Expo-ს გუნდი მადლობას უხდის სპონსორებს, სპიკერებსა და ექსპონენტებს
კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მოხარულები ვიქნებით გიხილოთ ყველა მომდევნო ივენთზე,
რომელიც მიეძღვნება გემბლინგსა და პარტნიორულ მარკეტინგს.