Georgia Gambling Conference
ღონისძიების შესახებ
Georgia Gambling Conference - არის თემატური ღონისძიება, რომელიც ეხება საქართველოში სათამაშო სფეროში ბიზნესის მართვას და ასევე ამ ბაზრის პრობლემებსა და მისი განვითარების პრესპექტივებს. ღონისძიების პროგრამაშია წამყვანი გემბლინგ-ექსპერტების გამოსვლები, მრგვალი მაგიდა, დემოზონა და დახურული წვეულება.
ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც გაანალიზებენ აზარტული თამაშების დღევანდელ მდგომარეობას, განიხილავენ ადგილობრივი კანონდმებლობის დეტალებს, გაუზიარებენ აუდიტორიას სათამაშო ბიზნესის განვითარებისა და პრომოუშენის ქეისებს. ისინი ასევე გასცემენ რეკომენდაციებს ადგილობრივ ბაზარზე დაფუძნებასა და გემბლინგის სოციალური იმიჯის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ღონისძიების დემოზონაში თავიანთ გადაწყვეტილებებს წარმოადგენენ მრავალპროფილური კომპანიები, რომლებიც სათამაშო ინდუსტრიას სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისს.
Georgia Gambling Conference გახდება პროდუქტიული ნეთვორქინგისა და გამოცდილების გაზიარების პლტაფორმა. ივენთის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაზარდონ სანაცნობო წრე სასარგებლო კონტაქტებით, იპოვონ ახალი კლიენტები, ბიზნეს-პარტნიორები, ან ინვესტორები.
ღონისძიება საინტერესო იქნება:
- ოფლაინ კაზინოების მფლობელებისთვის;
- ონლაინ-გემბლინგის ოპერატორებისთვის;
- ბუკმეიკერებისთვის;
- ინვესტორებისთვის;
- მარკეტოლოგებისთვის;
- იურისტებისთვის;
- SEO-სპეციალისტებისთვის;
- დეველოპერებისთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის.
პროგრამა
გამოიწერე პროგრამის განახლებები
პარტნიორები
კონტაქტები
