„კაზინოს საფირმო სტილი კლიენტების მოზიდვაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს“ - ინტერვიუ სოფია კარაპეტიანთან Ecliplse-დან

„კაზინოს საფირმო სტილი კლიენტების მოზიდვაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს“ - ინტერვიუ სოფია კარაპეტიანთან Ecliplse-დან

კაზინოს სწორად გარეკლამების ტენდენციებზე, ეფექტურ ინსტრუმენტებსა და ახალი მოთამაშეების მოზიდვის ხრიკებზე ჩვენ გავესაუბრეთ სოფია კარაპეტიანს, Eclipse Casino Batumis-ს მარკეტინგის განყოფილებს უფროსს.

სოფია კარაპეტიანი ოფლაინ და ონლაინ კაზინოში 10 წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტინგის სპეციალისტია. თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: Storm International, Shangri La Casino Tbilisi, Casinos Austria International და Ambassadori Casino Tbilisi. ახლა კი ხელმძღვანელობს Eclipse Casino Batumi-ს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სათამაშო დაწესებულების, მარკეტინგის განყოფილებას.

ინტერვიუერი: Georgia iGaming Affiliate Conference (GiAC)
რესპონდენტი: სოფია კარაპეტიან (ს.კ.)

GiAC: მოგვიყევით Casino Eclipse Batumi-სა და თქვენს მუშაობაზე ამ დაწესებულებაში.

ს.კ.: Eclipse - არის დიდი გასართობი ცენტრი ბათუმში (საქართველო), რომელშიც შედის კაზინო, ფსონებისა და პოკერის კლუბები, რესტორანი და ასევე საზაფხულო ტერასა. ამ პროექტზე 2017 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.


GiAC: რა ტენდეციებია დღეს მარკეტინგში და რამ, პირიქით, დაკარგა თავისი აქტუალურობა?

ს.კ.: კაზინოთა უმრავლესობა ძალიან გააქტიურდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და აზრთა ლიდერების მეშვეობით პროდუქტის რეკლამა კი, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აზრთა ლიდერი შეიძშლება იყოს ცნობილი ადამიანი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს უბრალოდ Instagram-ისა და Youtube-ს მომხმარებლები არიან გამომწერთა დიდი რაოდენობით, რომლებიც დამკვეთს ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარებიან.

ქართული კაზინოსთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური აზრთა ლიდერები არიან - თრეველ-ბლოგერები, რომლებიც ცხოვრებენ თურქეთში, აზრებაიჯანსა და ისრაელში. გარეკლამების ასეთი შესაძლებლობა ისეთ ქვეყნებში, სადაც აზარტული თამაშების რეკლამა აკრძალულია, - უდიდესი უპირატესობაა.

რაც შეეხება ინსტრუმენტებს, რომლებმაც დაკარგეს აქტუალურობა, მათში შემიძლია თამამად შევიყვანო თბილისის კაზინოს გათამაშებები, რადგან პრიზები და საპრიზო ფონდები ასე თუ ისე მსგავსია კონკურენტებში. იგივე სიტუაციაა ბათუმში გასართობი შოუს შემთხვევაში, რადგან ამ შემთხვევაში, სხვადასხვა სცენებზე გამოდიან ერთი და იგივე მუსიკოსები. პირველ, ისევე როგორც მეორე შემთხვევაში, სტუმრები ვერ აღიქვამენ მსგავსი ღონისძიებების ფასეულობას.


GiAC: რომელია ის ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომელიც ეხმარება ოფლაინ სათამაშო დაწესებულებას განვითარებაში?

ს.კ.: ციფრული რეკლამა უფრო და უფრო აქტუალური ხდება როგორც ახლადჩამოსული ტურისტების მოზიდვისთვის, ისე არსებულ მოთამაშეებთან სიახლეების გაზიარებისთვის. ასევე ვახსენე გათამაშებები და გასართობი შოუ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები კარგავს აქტუალურობას, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ. ისევე როგორც სწორ ადგილებში განთავსებული გარე რეკლამა. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ყველა კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა.


GiAC: რამდენად ეფექტურია სტაციონარული კაზინოს რეკლამირება ინტერნეტში? რა ინსტრუმენტების გამოყენებას ურჩევდით კოლეგებს?

ს.კ.: სტუმართა დიდი ნაწილი კაზინოს შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ჯერ ინტერნეტში შედის, სანამ ეწვევა უცხო ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ-სივრცეში, განსაკუთრებით ახალი ბიზნესებისთვის.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას (SEO) ძალიან დიდი გავლენა აქვს თქვენი კაზინოს პოზიციას საძიებო შედეგებში მაშინ, როდესაც ადამიანები ეძებენ ლოკაციას. ამიტომაც მნიშვნელოვანია გქონდეთ კარგი გვერდი მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივით.


GiAC: როგორი უნდა იყოს სარეკლამო ინსტრუმენტები და მატერიალები იმისთვის რომ მოვიზიდოთ ახალი და შევინარჩუნოთ ძველი კლიენტები?

ს.კ.: მე ვთვლი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოტენციური კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება თარიღების, თამაშების, ღონისძიებებისა და საპრიზო ფონდების შესახებ, რათა მათ შეძლონ სათანადოდ ვიზიტის დაგეგმვა. და ბუნებრივია, საფირმო სტილიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან მისი დამსახურებით, თქვენ კლიენტი არჩევს თქვენს ბრენდს კონკურენტების ბრენდებისგან.


GiAC: რა სხვაობა არის 2019 წლის რეკლამასა და 5 წლის წინ არსებულ რეკლამას შორის? თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება ის შემდეგ 5 წელიწადში?

ს.კ.: ონლაინ-კაზინოსგან განსხვავებით, ოფლაინ კაზინო ხშირად ირჩევს მარკეტინგის ტრადიციულ მეთოდებს. ამავდროულად, ციფრული მარკეტინგი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ოფლაინ კაზინოც ხშირად იყენებს ონლაინ-რეკლამას. 5 წელიწადში გაჩნდება უამრავი ახალი სარეკლამო პლატფორმა, შესაძშლებლობა და განთავსების ახალი ფორმატი.


GiAC: რაზე ისაუბრებთ Georgia iGaming Affiliate Conference-ზე?

ს.კ.: სტუმრებს გავუზიარებ გამოცდილებას აზარტული სფეროს ანალიტიკისა და მარკეტინგის ნაწილში.


სოფია კარაპეტიანი 18 ოქტომბერს სიტყვით გამოვა ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება პარტნიორულ მარკეტინგს და სათამაშო ბიზნესის განვიათარებას საქართველოში. მისი გამოსვლის თემაა - „ანალიტიკა და მარკეტინგი გებლინგში მეწარმეებისთვის. რომელი მეტრიკების გაზრდა მოგვცემს შემოსავლის ზრდას“.

სპიკერების მთლიანი ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე ►►►

გთხოვთ, შეაფასეთ სიახლე
(110 ხმა, საშუალო ქულა 4.3/5.)

მიიღეთ მარკეტინგისა და საკანონმდებლო რეგულირების გზამკვლევი: "რა უნდა იცოდეთ, როდესაც ონლაინ-კაზინოს ევროპულ ბაზარზე გადიხართ: ექსპერტთა მოსაზრებები".